ნინო ლაზარიაშვილი
Sunday, March 19, 2017
ინტელის მე-9 დღე
ავტვირთეთ გუგლის დრაივზე პროექტის მასალები, შემდეგ გადავიტანეთ ბლოგზე. მოვისმი9ნეთ პრეზენტაციები.
Tuesday, March 14, 2017
ინტელის მე-8 დღე
ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლეთა დიფერენციაციით. ჩავწერეთ გეგმის შაბლონში სხვადასხვა საჯიროების მყონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი დავალებები. ავაგეთ პრეზენტაცია -მასწავლებელი, როგორც ხარაჩო.გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.
პროექტის დროს მინდა მოსწავლეებმა ჩაატარონ გამოკითხვა ერთმანეთში "საყვარელი მეფე", მინდა გამახსენოთ როგორ ავაგო დიაგრამა?
პროექტის დროს მინდა მოსწავლეებმა ჩაატარონ გამოკითხვა ერთმანეთში "საყვარელი მეფე", მინდა გამახსენოთ როგორ ავაგო დიაგრამა?
Friday, March 10, 2017
ინტელის მე-7 დღე
განვიხილეთ საშინაო დავალება, შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა შაბლონებს, მაგალითად როგორ შეფასდეს მოსწავლე ინდივიდუალურად ან როგორ შეფასდეს ჯგუფი. როგორ შევაფასოთ სუსტი, საშუალო და ძლიერი მოსწავლე. როგორ შეაფასოს მოსწავლემ საკუთარი თავი.
რომელი რუბრიკის გამოყენებაა მიზანშეწონილი ყველაზე მეტად პროექტის დროს?
რომელი რუბრიკის გამოყენებაა მიზანშეწონილი ყველაზე მეტად პროექტის დროს?
Sunday, March 5, 2017
ინტელის მე-5 დღე
ტრენინგი დავიწყეთ წყვილებში მუშაობით. წყვილებმა გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ და თან power point-ში დავპოსტეთ. შემდეგ გავიარეთ როგორ ხდება ბლოგზე პოსტის წაშლა, ასევე პეიჯებით ახალი გვერდების დამატება. შევისწავლეთ როგორ მოვახდინოთ ბლოგზე ლინკების დამატება და სურათის შემოტანა.სურათებს შევუცვალეთ ზომა, მიმართულება, ჩავწერეთ სურათის ქვემოთ ტექსტი, ასევე მოვახდინეთ სურათის წაშლა. ბლოგს შევუცვალეთ ფონი.
Saturday, March 4, 2017
ინტელის მე-4 დღე
გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა, გეგმის შაბლონის შევსება.გავიარეთ შეფასების მეთოდები. როგორ გავიგოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, შევისწავლეთ ვ-მ-ვ ცხრილი და როდის გამოიყენება ის. გადმოვწერეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი ჩვენს სახელი და გვარის ფაილში.
წელიწადში რამდენჯერ შეიძლება პროექტის განხორციელება?
წელიწადში რამდენჯერ შეიძლება პროექტის განხორციელება?
Saturday, February 25, 2017
ინტელის ტრენინგის მე-2 დღე
გავიხსენეთ ტრენინგის პირველ დღეს გავლილი მასალა. როგორ ვიპოვოთ მოზილადან პროექტის საკითხები. გავიგეთ როგორ შევქმნათ მოდული1, აქტივობა 4, ნაბიჯი1-ის დახმარებით პუბლიკაცია.ჩავატარეთ ბუკლეტის შესაქმნელი სამუშაოები. ინტერნეტში მოვძებნეთ და გადმოვწერეთ ფოტოები ბუკლეტის გასაფორმებლად. შევისწავლეთ ბლოგის გაკეთება და პოსტის გაშვება. ჩემთვის ძლიერი მხარე იყო ინტერნეტში მუშაობა და პრაქტიკული მასალა. გამიჩნდა კითხვა: რაში გამოვიყენებ ბლოგს?
Subscribe to:
Posts (Atom)